აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს შეხვდა და თემაზე „ამოცანით მართვა“ ლექცია წაუკითხა. ამერიკელმა გენერალმა ყურადღება ამოცანით მართვის მნიშვნელობაზე გაამახვილა და ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ამოცანით მართვის პრინციპები, სპეციფიკა, ამ პროცესთან დაკავშირებული რისკები და მართვის დროს მეთაურებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები გააცნო.
საქართველოს უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობისა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების ინტეგრირების შესახებ მაღალი რანგის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.
სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მრავალეროვნული სწავლების Agile Spirit 2019 სამეთაურო-საშტაბო ნაწილის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. სწავლების სამეთაურო-საშტაბო ნაწილის თანადირექტორმა, პოლკოვნიკმა კახა ტაბატაძემ მოწვეულ სტუმრებს საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარა და სასწავლო აუდიტორიებში განვლილი სწავლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით ამპუტირებულ ფეხბურთელთა შორის 2008 წლის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულ მეომართა ხსოვნის საფეხბურთო ტურნირი დაიწყო. სპორტკომპლექს „იმედის“ სტადიონზე გახნით მატჩში ერთმანეთს ყველა მონაწილე გუნდი დაუპირისპირდა.
მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლების Agile Spirit 2019 ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის საბრძოლო მედიკოსებმა, სამხედრო ექიმებმა და მედდებმა უპრეცედენტო საჰაერო საევაკუაციო სწავლება ამერიკელი ინსტრუქტორების დახმარებით C130 ტიპის სამხედრო თვითმფრინავში გაიარეს.
საქართველოს მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) მე-4 როტაცია 31-ე ბატალიონმა წარმატებით დაასრულა. ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრის ბაზაზე GDRP-T-ის დახურვის ცერემონიალი გაიმართა.საქართველოს მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) მე-4 როტაცია 31-ე ბატალიონმა წარმატებით დაასრულა. ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრის ბაზაზე GDRP-T-ის დახურვის ცერემონიალი გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებს შორის ტოველწლიური ტურნირი ძალოსნობაში დასრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.