თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯონათან პერიშს უმასპინძლა. მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობის სტრატეგიული ასპექტები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მომზადებას აგრძელებს. ქვედანაყოფის შემაჯამებელი წვრთნების მიმდინარეობას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი დაესწრნენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ შვედ დიპლომატებს უმასპინძლა. ლელა ჩიქოვანმა შვედეთის თავდაცვის ატაშეს საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკ პიტერ ლიდენს სამხედრო სფეროში მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისათვის, მადლობა გადაუხადა, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობის სერტიფიკატი გადასცა და წარმატება უსურვა.
საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა და II ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი ხვალ კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ ოფიციალურად გაიხსნება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს უმასპინძლეს. სტუმრებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ნუკრი გელაშვილი შეხვდა და ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ვიზიტის მიზანს ისრაელის თავდაცვის ძალებში რეკრუტირების საკომუნიკაციო მექანიზმების განვითარებასთან დაკავშირებით, ქართული მხარისთვის გამოცდილების გაზიარება და საჭირო ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს.
ბათუმში, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, პანელზე „შავი ზღვის უსაფრთხოება“ სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაზე ისაუბრა. ლევან იზორიას განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ასეთი მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე - „ღირებული პარტნიორობის 10 წელი - განვლილი გზა და პერსპექტივები“ სიტყვით გამოვიდა. თავდაცვის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში თემაზე - „შავი ზღვის უსაფრთხოება: დაპირისპირებებიდან შესაძლებლობების ზღვამდე“.
ქუთაისში მე-3 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ნაკრები ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონია გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს სამშვიდობო მისიაში გამგზავრებამდე საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა სიტყვით მიმართა, მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. სარდალმა პირად შემადგენლობას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა აღუთქვა. ჯარისკაცები მე-3 ქვეითი ბრიგადის კაპელანმა, მამა გობრონმა დალოცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.