საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის ახალ ატაშეს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლევან იზორიამ პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატისა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის დასრულება აკადემიის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა. 93-მა ლეიტენანტმა საზეიმო ვითარებაში ფიცი დადო. სამხედრო ფიცის დადება იუნკერებს, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცა და კურსდამთავრებულებს კარიერულ წინსვლაში წარმატება უსურვა. ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში დიმიტრი ლეჟავამ ქვეყნის პრეზიდენტის მილოცვის ტექსტი წაიკითხა.
დიდგორის ბრძოლიდან 898 წელი გავიდა. დიდგორის გამარჯვებისადმი მიძღვნილ სახალხო დღესასწაულს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია პრემიერ-მინისტრთან ერთად დაესწრო.
შინდისის ბრძოლიდან 11 წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 2008 წლის 11 აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო, მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულების ოჯახის წევრებს გაესაუბრა.
„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს სწავლება თავისი მასშტაბითა და ფუქნციური დატვირთვით, ერთ-ერთი გამორჩეული სწავლებაა თავდაცვის ძალების ისტორიაში,“ -ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მრავალეროვნული სწავლების, „Agile Spirit 2019“ დახურვის ცერემონიალზე გააკეთა. ლევან იზორიამ სწავლებაში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსასამხურეებს და აშშ-ის არმიის ევროპის სარდლობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მომავალში სწავლების მასშტაბის გაფართოება იგეგმება.
საბრძოლო მოქმდებებში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნის პატივის მისაგებად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად მივიდნენ. მათ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლებს წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.
საქართველო-რუსეთის ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახალციხეში, საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის ბაზაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი მრავალეროვნული სწავლების Agile Spirit 2019-ის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა გვირგვინით შეამკო და საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობასთან ერთად დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.
2008 წლის აგვისტოს ომში და სამშიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას წეროვანის ახალ სარეაბილიტაციო ცენტრში გაივლიან. ახალი ცენტრი, რომლის მშენებლობაც სამ თვეში დასრულდება, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბედ რუდმა დაათვალიერეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.