თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სსსტც „დელტას“ წარმომადგენლებმა სპეციალიზებული სწავლება დაასრულეს, რომელიც დენთების სტაბილურობის დადგენის მეთოდების შესწავლას ისახავდა მიზნად. მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და ავსტრიის ელჩმა არად ბენკომ გადასცეს.

სრულად...

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების პარალელურად, თავდაცვის ძალების რაგბის გუნდი თავდაცვის ძალებს შორის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, - აღნიშნულის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და კაპიტანმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მედიის წარმომადგენლებთან ნაკრების ხელმძღვანელობამ მსოფლიო ჩემპიონატამდე ჩატარებული ფიზიკური და ტაქტიკური ვარჯიშების შესახებ, საკუთარი და მოწინააღმდეგე გუნდების შესაძლებლობებზე, ასევე გუნდის წევრთა მოტივაციაზე ისაუბრა.

 

სრულად...

მესტიაში, მინი-ფეხბურთში ISAF-ის მისიაში დაღუპული უფროსი ლეიტენანტის მუხრან შუკვანის სახელობის გარდამავალი თასის 3-დღიანი  ტურნირი დასრულდა. სპორტულ ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, დასავლეთის სარდალი გიორგი მათიაშვილი, მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მუხრან შუკვანის ოჯახის წევრები და ადგილობრივები დაესწრნენ. 

 

 

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალებს 300 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. ფიცის დადების ცერმონიალი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გაიმართა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი პირები და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დანი პიტი დახვდნენ.

 

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით ტრენინგი „ინტერკულტურული კომუნიკაციები“ დაიწყო.

 

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ინგლისური ენის კურსის დასრულების ცერემონიალი გაიმართა.

 

სრულად...

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი მშვიდობისმყოფელის დღე აღნიშნეს.

სრულად...

31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა. საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამხედრო მართვის ცენტრიდან მიულოცა. 

სრულად...

თურქეთის გამარჯვების და შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით, თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი