თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა ქართული მედიის წარმომადგენლებს ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ერთ-ერთი სამხედრო სანივთე საწყობი დაათვალიერებინა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე მოწმეთა წინასწარი გამოკითხვით, ცემის ფაქტი არ დასტურდება.
ქართველ მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი, II ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი კობა გრიგოლია და საქართველოში გერმანიის თავდაცვის ატაშეს შტაბის ბიუროს ხელმძღვანელი, მასტერ სერჟანტი, ვლადიმირ კნაუბი დახვდნენ.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) პროექტის „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოს თავდაცვის ძალებში: ორგანიზაციული შეფასება“ ფარგლებში, რიგით მესამე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.
საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფისა და თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსის მეორე ეტაპი დაიწყო.
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში (PFP) შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს. სამთო კურსის მეორე ეტაპზე საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები გუდაურში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს სამთო უნარ-ჩვევების დახვეწაში ეხმარებიან, რომელიც მათ საბაზისო სამთო კურსის ფარგლებში შეასწავლეს. კურსში 14 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, მათ შორის 3 ქართველი, 2 ლატვიელი, 1 ბელარუსი, 1 აზერბაიჯანელი და 7 უკრაინელი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სოფელ ლამისყანაში, ორბელიანების სასახლეში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარებულ სოფლის კრებას დაესწრო.
საქართველოს თავდაცვის ძალებს 39 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევანდელებმა სამხედრო ფიცი უჯარმის ციხეზე დადეს.
2019 წლის მარტში საქართველო ნატო-საქართველოს სიმულაციურ სწავლებას (NATO-GEO EX 2019) უმასპინძლებს. პირველად საქართველოს ისტორიაში, ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას, დაგეგმვიდან აღსრულების ფაზის ჩათვლით, ქართული მხარე უხელმძღვანელებს.
5 მაისს საქართველო მეექვსედ მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო რბენაში - Wings for Life World Run 2019.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.