საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ შეხვედრაში „ელჩების კონფერენცია 2018“ მონაწილეობა მიიღო.
კრიზისების მართვის ეროვნულ ცენტრში უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2018“-ის ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი დაესწრნენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2018“ მიმდინარეობას გაეცნო.
წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. წმინდა ქართველი მეფის ვახტანგ გორგასლის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღვთისმსახურებას დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები და თანამებრძოლები დაესწრნენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის უმასპინძლა.
საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა (DIB) და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით, ტრენინგი - „პოლიტიკის სტრატეგიული ანალიზი და რეპორტინგი“ დაიწყო.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო ნატოს „გონივრული თავდაცვის“ მრავალეროვნული კიბერთავდაცვის საგანმანათლებლო და ტრეინინგ პროგრამის სამუშაო ჯგუფის მე-18 შეხვედრას მასპინძლობს.
უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში რეკრუტების მიღების მეშვიდე ეტაპი დაიწყო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სკოლაში სწავლების საკითხზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნების და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2018“ დაიწყო. სწავლების დაწყება მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს და სიტყვით მიმართეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.