ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულმა სამედიცინო ჯგუფთან და სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფთან ერთად გეგმიურ იმიტირებულ სწავლებაში მიიღო მონაწილეობა.
მუხროვანში დისლოცირებული სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო ბაზიდან ჯარისკაცების გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური მცდარს უწოდებს.
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ქრისტეშობის დღესასწაული აღნიშნეს.
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ახალი 2019 წელი გორის, მცხეთისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების მრავალშვილიან ოჯახებს მიულოცეს.
ახალი წელი ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე კონცერტით აღნიშნეს. საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს ქართული ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები წარუდგინეს.
სამშვიდობო მისიებში მყოფ სამხედროებს, ახალი წელი პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან მიულოცეს.
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (Substantial NATO-Georgia Package, SNGP) ფარგლებში, საქართველოში მოვლენილ სლოვაკ ექსპერტთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საჯარო ბიბლიოთეკაში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ პროექტში მწერლების ჩართულობა სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის საუკეთესო გამოვლინებაა. მან პროექტის მონაწილე თითოეულ მწერალს მადლობის სიგელები გადასცა და დამდეგი შობა-ახალი წელი სიმბოლური საჩუქრებით მიულოცა.
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის V საარტილერიო ბრიგადაში ვეტერან ოფიცერთა კავშირის ანსამბლმა „მშვიდობა“ წინასაახალწლო კონცერტი გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.