„მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ფეხბურთში შიდა ჩემპიონატი ჩაატარა. ტურნირი ჯგუფური სისტემის წესით მიმდინარეობდა და მასში 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებისგან შემდგარი რვა გუნდი მონაწილეობდა.
სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს თავდაცვის ძალებს 415 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. სავალდებულო და საკონტრაქტო სამსახურის სამხედროებმა ფიცი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დადეს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, VI საარტილერიო ბრიგადის სერჟანტის მოვალეობის შემსრულებელი ა. ჩ. სამტრედიიდან ხონის მიმართულებით სამსახურეობრივი ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებული გოგონა სამტრედიის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და „ბალნეოკურორტ წყალტუბოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაალ კაპანაძემ და ბალნეოლოგიური კურორტის დირექტორმა, ზაზა ძნელაძემ მოაწერეს.
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში ქვეითი ათეულის მეთაურის კურსის გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
ვერც ერთი ეკონომიკური რეფორმა ვერ იქნება წარმატებული, თუ უზრუნველყოფილი არა გვაქვს სტაბილურობა და უსაფრთხოება, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას.
საქართველოს ეროვნული გვარდია 28 წლისაა. ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ მიულოცეს.
აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადა დაარსებიდან 26 წელს აღნიშნავს. პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ მიულოცეს.
საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტის განცხადება, თითქოს სამხედრო პოლიციას ის არ გამოუკითხავს, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც თავდაცვის უწყებამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.