ქართული არმია დაარსებიდან 27 წლის იუბილეს აღნიშნავს. მთავარი ღონისძიება ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე გაიმართა.
სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობამ საქართველოს შეიარაღებული ძალების 27 წლის იუბილე სენაკში საზეიმო ცერემონიით აღნიშნა. სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით, ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზის ოთხ ლოკაციაზე პირველი ფართომასშტაბიანი საჩვენებელი სწავლება გაიმართა. წვრთნა 31-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულის ოცეულმა ჩაატარა. საჩვენებელ სწავლებას 31-ე ბატალიონის და ბაგრამის საავიაციო ბაზის ხელმძღვანელობა აკვირდებოდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალები დღეს დაარსებიდან 27 წლის იუბილეს ზეიმობს. ქართული არმიის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების აღნიშვნა თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან დაიწყო.
ნატოს დღეების ფარგლებში „წერილები ჯარისკაცებს“ პროექტის მორიგი ეტაპი ამჯერად გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში განხორციელდა. ავღანეთიდან, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელების გამოგზავნილ საპასუხო წერილებს პატარა ადრესატები კოჯორში სამხედროებთან ერთად გაეცნენ.
ეროვნულ სასწავლო ცენტრ კრწანისში საველე დაზვერვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჭიჭინაძე და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი როინ ფაილოძე დაესწრნენ.
ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიის შტაბ-ბინაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ნატოს მედლებით დაჯილდოვდა.
საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მონაწილეობითა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდაჭერით, სასწავლო კურსები გაიარეს.
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საერთაშორისო სამხედრო შტაბის დირექტორი იმყოფება. გენერალ-ლეიტენანტ იან ბრუქს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა.
ლოგისტიკის დღესთან დაკავშირებით საავტომობილო ტექნიკის ახალი ბაზა დღეს თავდაცვის მინისტრმა გახსნა. 25 აპრილი ლოგისტიკის დღეა. სარემონტო ბაზის მთავარ დანიშნულებას მსუბუქი და სატვირთო საავტომობილო და სპეციალური ტექნიკის შეკეთება-გარემონტება წარმოადგენს. თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სარემონტო ბაზები ყველა ბრიგადის ტერიტორიაზე შეიქმნება და უწყება საავტომობილო და მძიმე ტექნიკის საკუთარი ძალებით შეკეთების შედეგად სამჯერ მეტ თანხას დაზოგავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.