საქართველო-ნორვეგიას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეებმა ნორვეგიის შიდა გვარდიის მე-8 რეგიონის საველე სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და „საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ და ფედერაციის პრეზიდენტმა კონსტანტინე ამირაჯიბმა მოაწერეს.
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ საერთო საჯარისო ცენტრის მანევრის სკოლის ქვეით უმცროს ოფიცერთა და საბრძოლო სკოლის სამხედრო საინჟინრო უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა.
საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატოს საერთაშორისო სამსახურის, საერთაშორისო სამხედრო სამსახურისა და მოკავშირეთა უმაღლესი სარდლობის წარმომადგენლები იმყოფებიან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აშშ-ში საზღვაო ქვეითთა თამაშებში მონაწილე დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს შეხვდა. ლევან იზორიამ სამხედროებს წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობას გადაუხადა და სიტყვით გამოსვლისას დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ლეიტენანტი ჯილდა წურწუმია საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქალი ოფიცერია, რომელმაც გაერთიანებულ სამეფოში სენდჰერსტის სამეფო სამხედრო აკადემიაში ერთწლიანი კურსი დაასრულა.
ლევან იზორია მონიტორინგის მიზნით საქართველოს შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მონახულებას და მასზე დისლოცირებულ პირად შემადგენლობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადას პოლკოვნიკი იოსებ ნიკოლეიშვილი უხელმძღვანელებს. უფლებამოსილების გადაბარების ოფიციალური ცერემონიალი კადრირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში ღია კარის დღე გაიმართა. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა, რომლებიც საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს გადიან, საჩვენებელ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების დაწყებამდე მათ ჯარისკაცის მრწამსი წაიკითხეს.
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ინსტრუქტორები ავღანელ სამხედრო მოსამსახურეებს ამზადებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.