თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს უმასპინძლა. ლელა ჩიქოვანმა კანადის დელეგაციას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სტეფანი ბეკის ხელმძღვანელობით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და მზაობისთვის, რომელსაც კანადა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის კუთხით იჩენს, მადლობა გადაუხადა.

სრულად...

ქართველი მშვიდობისმყოფელების ავღანეთში გაცილების ცერემონია „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად გორში, I ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართა. I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი და II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის ნაკრები ასეული „დელტას“ წარმოებული ჯავშანჟილეტებითა და ჩაფხუტებით აღიჭურვა.

სრულად...

ნატოს კვირეულის ფარგლებში, სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და ქუთაისის III ქვეით ბრიგადაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის ღონისძიება „ერთი დღე ჯარში“ გაიმართა.

სრულად...

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში „სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების მხარდაჭერის პროგრამის“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას I ქვეითი ბრიგადის, მე-11 ბატალიონისა და 21-ე ქვეითი ბატალიონის ნაკრები ასეულის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ, რომლებიც ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად უახლოეს მომავალში გაემგზავრებიან.

სრულად...

უწყებათშორისი კოორდინაციისა და შეიარაღებული ძალების კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების სისტემის დახვეწის მიზნით ეროვნულ გვარდიაში სამეთაურო-საშტატო სწავლება „შამქორი 2018“ დაიწყო.

სრულად...

„საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში“ -ბათუმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარი გაიხსნა.

სრულად...

წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისი“ დაბადების დღეს აღნიშნავს. ღონისძიებას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე დაესწრო და მხარდამჭერი ცენტრის პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა. მან წარმატებულ ქვედანაყოფზე, მათ წვლილზე და დამსახურებებზე ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა ცენტრის რეფორმებზე, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და მათი ფუნქციების გაზრდაზე.

სრულად...

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამეთაურო რგოლმა, ავღანეთის ეროვნული არმიის I დივიზიის I ბრიგადის IV ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს. ღონისძიება ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ავღანური მოკავშირე ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე გაიმართა.

სრულად...

ნატოს წინაშე არსებული გამოწვევები და საქართველო - ამ სახელწოდებით ლევან იზორიამ გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში ლექცია წაიკითხა. თავდაცვის მინისტრის ლექციას სერჟანტთა კორპუსის შემადგენლობა დაესწრო.

სრულად...

თურქეთის საელჩოში საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით და საქართველო-თურქეთს შორის სამხედრო სფეროში აქტიური თანამშრომლობის აღსანიშნავად მიღება გაიმართა. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი