ბათუმში მიმდინარე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) ფარგლებში, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.
ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) სარდალს, გენერალ ჯონ ნიკოლსონს შეხვდა.
საქართველოსა და აშშ-ის შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები გრძელდება. ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ხოლო აშშ-ს მხრიდან თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე ლორა კუპერი თანათავმჯდომარეობდნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში „დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდი“ შეიქმნა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ფონდი მიზნად ისახავს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების დახმარებას სხვადასხვა მიმართულებით.
საქართველოში ვიზიტად ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ელჩები იმყოფებიან. დღეს PSC-ის ელჩები, ვოლტერ სტივენსის ხელმძღვანელობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდნენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ლიტვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ იონას ვიტაუტას ჟუკასს შეხვდა. ლევან იზორიამ ლიტველ სტუმართან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარეობა და პერსპექტივები განიხილა.
საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ლიტვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უფროსი ეწვია. გენერალ-ლეიტენანტის იონას ვიტაუტას ჟუკასის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გენერალურ შტაბში გაიმართა.
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საერთო საჯარისო ცენტრის რიგით 21-ე მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის სიტუაციური სწავლება გაიმართა. წვრთნაში III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ერთი ასეული მონაწილეობდა.
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ესტუმრა.
საქართველოს პირველ ოფიციალურ ვიზიტად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ეწვია. ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.