კანადაში გამართულ საერთაშორისო ასპარეზობაში „ძლიერთა თამაშები“ (Invictus Games) მონაწილე დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში დაბრუნდნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნატოს ენის საერთაშორისო საკოორდინაციო ბიუროს (BILC) პროფესიულ სემინარს მასპინძლობს. სემინარს ორგანიზებასა და კოორდინაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა უწევს.
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თავდაცვის სამინისტროს ბიბლიოთეკართა გადამზადების კურსები დაიწყო. თანამშრომლებს კურსები საბიბლიოთეკო დოკუმენტების აღრიცხვისა და კანონმდებლობის, აქტების შედგენის, ფონდების დაკომპლექტების, ინვენტარიზაციის, კატალოგების აღწერისა და პროექტების შედგენის შესახებ ჩაუტარდებათ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი „ახმეტობის“ სახალხო ზეიმს დაესწრო. სახალხო ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა დაეთვალიერებინათ.
სენაკში მედია-სწავლება „ღირსეული პასუხი 2017“-ის მონაწილეები მომზადების აქტიურ ეტაპზე გადავიდნენ. „ღირსეული პასუხი 2017“ II ქვეითი ბრიგადის ბაზაზზე უკვე მეორედ ხორციელდება. სწავლება 3 ოქტომბერს დასრულდება.
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ავღანეთში ჩავიდა. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი იოსებ ნიკოლეიშვილი და II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ბექა ამბროლაძე დახვდნენ.
ქალაქ ახალციხეში, უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტების საბრძოლო მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა.
სენაკის ცენტრალურ სტადიონზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს შორის ფეხბურთში ტურნირი გაიმართა. ტურნირის ორანიზება გენერალური შტაბის სპორტულმა სამსახურმა უზრუნველყო.
საინჟინრო ბრიგადაში საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულისთვის საბაზისო სწავლება დასრულდა.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) შიდა აუდიტის ტრენინგი დასრულდა. ტრენინგის მონაწილეებს სიტყვით თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა მიმართა და კურსის წარმარტებით დასრულება მიულოცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.