ახალციხეში, ორფოლოს სასროლეთზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017“-ის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ სწავლებაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით დაიწყო.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალციხეში, ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017“ გახსნა და წვრთნებში მონაწილე სამხედროებს სიტყვით მიმართა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ახალ ატაშეს, პოლკოვნიკ ჯეფ ჰარტმანსა და ელჩის მოადგილეს, ელიზაბეთ რუდს უმასპინძლა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სწავლებაში მონაწილე ქვეყნების საქართველოში აკრედიტებულ თავდაცვის ატაშეებს მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017-ის დეტალები გააცნო. ღონისძიება თავდაცვის უწყების არმიჰოლში გაიმართა.
ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსისა და არმიის წარმომადგენლების მორიგი ნაკადი ჩამოვიდა. უცხოელ სამხედროებს მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017-ის ხელმძღვანელი, საქართველოს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი დახვდა.
ჰამიდ ყარზაის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე მარათონი გაიმართა. სპორტული აქტივობა ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეს მიეძღვნა და მასში მონაწილეობა 9 ქვეყნის ასამდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, გამარჯვებულები სიგელებით დააჯილდოვა და საჩუქრები გადასცა.
ლევან იზორიამ მშვიდობისმყოფელის დღესთან დაკავშირებით კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) საერთაშორისო მისიებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს მშვიდობისმყოფელის დღე გენერალური შტაბის მართვის ცენტრიდან მიულოცა. უწყების ხელმძღვანელმა ქართველ სამშვიდობოებს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარების პროექტის აშშ-ის მრჩეველი ჯეფრი შოთი გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის მედლით დააჯილდოვა.
სოფელ შინდისში უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტების საბრძოლო მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.