საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ საწვრთნელ ცენტრ ნორიოს სწავლების რაიონში სადაზვერვო ქვედანაყოფების სიტუაციური საველე სწავლება „ნორიო 2017“ მიმდინარეობს.
მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2017“-ის ფარგლებში, ორფოლოს პოლიგონზე და ქ. ახალციხეში სპორტულ-კულტურული ღონისძიებები გაიმართა, რომელშიც საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და მოხალისეებმა მიიღეს მონაწილეობა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილე სამხედრო და სამოქალაქო პირების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თბილისში სენატორ ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. მასთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობდნენ ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე და ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორი.
თავდაცვის სამინისტროში საქართველოში ლატვიის ელჩ იანის ზლამეცთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ლატვიელ დიპლომატს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა.
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზიდან 5 კილომეტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ზაურ ზურაბის ძე კომახიძე დაშავდა.
ორფოლოს სასროლეთზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „Agile Spirit 2017“-ის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ფარგლებში, უსაფრთხოების სფეროში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017”-ის საველე წვრთნები მიმდინარეობს. წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალების, აშშ-ის საზღვაო ქვეითების და არმიის, ბულგარეთის, რუმინეთის და უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.