ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში ქართველმა სამხედროებმა მორიგი კომბინირებული პატრულირება განახორციელეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სამხედროებმა ქვეითი პატრულირება სოფელ საიაგანში ჩაატარეს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ოფიციალურ ვიზიტად თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სამმხრივ ფორმატში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
„პირდაპირ გეტყვით – თავდაცვის მინისტრობა ქალს არ უხდება! – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანიგაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საუბრობს.
ყველა ის პროექტი და გეგმა გაგრძელდება, რომელიც ჯარის შესაძლებლობებს გააძლიერებს, – აღნიშნული განცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებთან თინა ხიდაშელთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
“24 წელი გავიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან. ეს 24 წელი არ ყოფილა მარტივი, ეს იყო მძიმე“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ გენერალური შტაბის სამწყობრო მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.
ქართული არმია, დღეს, დაარსებიდან 24-ე წლისთავს აღნიშნავს. შეიარაღებული ძალების იუბილე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულის სამხედრო მოსამსახურეებისთვის ინსტრუქტორთა ტრენინგი დაიწყო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, მინდია ჯანელიძის განცხადებით, ჩვენი წარმატებული სვლა ნატო-სკენ კიდევ უფრო გაღრმავდება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში. ამის შესახებ მინდია ჯანელიძემ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრის მირჩა დუშას შეხვედრის მთავარი თემები თავდაცვის სფეროში საქართველო-რუმინეთის თანამშრომლობა, ურთიერთობა ნატოსა და ევროკავშირთან იყო.
თავდაცვის მინისტრი საფრანგეთში ვიზიტის დროს ალასანიასთან სატელეფონო საუბარს ადასტურებს, თუმცა განმარტავს, რომ საუბარი განზრახულობათა წერილზე ხელმოწერას შეეხებოდა, ხოლო ხელშეკრულება, რომელზეც ირაკლი ალასანია საუბრობს, ბუნებაში არ არსებობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მინდია ჯანელიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.