მაკკეინი ტრამპს მოსკოვისადმი სანქციების შერბილების საწინააღმდეგოდ აფრთხილებს: თუ ის ამას არ გააკეთებს, ვიმუშავებ ჩემს კოლეგებთან, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაგრძელდეს
29-01-2017, 09:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის პოლიტიკის აქტიურმა გამაკრიტიკებელმა და სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯონ მაკკეინმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოსკოვისადმი სანქციების შერბილების საწინააღმდეგოდ გააფრთხილა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

 

„იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი დაასრულებს ამ სპეკულაციებს და უარს იტყვის ამგვარ უგუნურ კურსზე", - ნათქვამია მაკკეინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „და თუ ის ამას არ გააკეთებს, მე ვიმუშავებ ჩემს კოლეგებთან, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაგრძელდეს", - ამბობს სენატორი.

 

 

დონალდ ტრამპმა შაბათს რამდენიმე სატელეფონო ზარი განახორციელა მსოფლიოს ლიდერებთან, მათ შორის, ვლადმერ პუტინთან. კრემლის ინფორმაციით, ორივე მხარემ თანხმობა განაცხადა, ებრძოლოს „საერთაშორისო ტერორიზმს, მათ შორის ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს და „სხვა ტერორისტულ ჯფუფებს" სირიაში.

 

 

თეთრი სახლის განცხადებით, სატელეფონო საუბარი იყო „მნიშვნელოვანი დასაწყისი" ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, რომელიც „შეკეთებას საჭიროებს".

 

 

 

 

 

ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში კრემლმა ორ ლიდერს შორის გამართულ სატელეფონო საუბრის უფრო მეტ დეტალზე შეაჩერა ყურადღება. კრემლის განცხადებით, საუბარი „პოზიტიური და კონსტრუქციული" იყო და საკითხები, რომელზეც პუტინმა და ტრამპმა ისაუბრეს შეეხებოდა: ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას; ახლო აღმოსავლეთსა და არაბეთ-ისრაელის კონფლიქტს; სტრატეგიულ სტაბილურობას; ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობას; ირანის ბირთვულ პროგრამას; ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას; მდგომარეობას უკრაინაში.

 

 

„ორმა ლიდერმა ხაზი გაუსვა ერთობლივ ძალისხმევებს მთავარი საფრთხის - საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც მთავარ პრიორიტეტად იქნა დასახული", - აცხადებს რუსული მხარე და განაგრძობს: „პრეზიდენტებმა გულღიად ისაუბრეს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ქმედებების რეალური კოორდინაციის დაფუძნებაზე, რომლის მიზანია 'ისლამური სახელმწიფოსა' და სხვა ტერორისტული ჯგუფების დამარცხება სირიაში".

 

 

რუსული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი შეერთებული შტატების მიერ რუსეთისთვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებზე, რომელიც ბოლო დღეებში სპეკულაციების საგანი გახდა, მაგრამ განცხადებაში ნამდვილად არის ნათქვამი იმის შესახებ, რომ ორივე მხარემ „ხაზი გაუსვა ორმხრივად სასარგებლო სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის მნიშვნელობას", რომელიც კრემლის განცხადებით, დაეხმარება ურთიერთობების განვითარებას სხვა სფეროში.

 

 

 

 

თეთრმა სახლმა საკმაოდ მოკლე ინფორმაცია გაავრცელა პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბრის შესახებ, რომელშიც აღნიშნულია: „ორივე პრეზიდენტი - ტრამპი და პუტინი იმედით არიან განწყობილნი, რომ დღევანდელი სატელეფონო საუბრის შემდგომ, ორივე მხარე შეიძლება სწრაფად გადავიდეს ტერორიზმისა და სხვა მნიშვნელოვანი ორმხირივი წუხილის შემადგენელი საკითხების მოგვარებაზე".

 

 

პუტინი და ტრამპი ასევე შეთანხმდნენ მოგვიანებით პირისპირ შეხვედრის გამართვასა და იმაზე, რომ გააჩნდეთ „რეგულარული პერსონალური კონტაქტი".

 

 

უფრო ადრე კი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრთან, ტერეზა მეისთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ტრამპმა შეერთებული შტატების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

 

 

 

 

 

როდესაც ტრამპს შეკითხვა დაუსვეს შაბათს ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით, პრეზიდენტმა კრემლის წინააღმდეგ სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით განაცხადა: "ძალიან ადრე არის ვისაუბროთ ამის შესახებ". მან ასევე თქვა, რომ "ჩინებული ურთიერთობები" ქვეყნებთან, ისეთ ქვეყენებთან როგორიც არის ჩინეთი და რუსეთი "იქნებოდა პოზიტიური და არა ნეგატიური". 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIANGE – ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა.

ყველაზე კითხვადი
  1. კონგრესმენი ჯო უილსონი: სამარცხვინოა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ლეგიტიმაციას ანიჭებს „ქართული ოცნების“ მიერ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის ავტორიტარულ მიტაცებას
  2. ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის მინისტრები საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებენ
  3. ბიძინა ივანიშვილი: ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, გილოცავთ და არ გაგიმტყუნებთ, აუცილებლად მოგემსახურებიან
  4. ირაკლი კობახიძე: მმართველმა გუნდმა 890 000-ზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას
  5. 17:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 768 816 ამომრჩეველი, რაც 50.6%-ს შეადგენს
  6. გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პარლამენტის არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა
  7. 20:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 58.94 პროცენტს შეადგენს
  8. სალომე ზურაბიშვილი: ევროპული საქართველო 52%-ით იმარჯვებს
  9. ცესკო: 69 პროცენტის დათვლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 52,94 პროცენტით ლიდერობს
  10. ვიქტორ ორბანი: ვულოცავ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი