მექსიკის პრეზიდენტი ენრიკე პენა ნიეტო აცხადებს, რომ მექსიკა შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობებს, როგორც სუვერენული სახელმწიფო, თავისი დამოუკიდებლობისა და ღირსების დაცვით წარმართავს.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპთან შემდგარ სატელეფონო კომუნიკაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მათ ვერც ერთ სფეროში ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, თუმცა, საუბარმა ორ ქვეყანას შორის დიალოგის გასაგრძელებლად „სივრცე გახსნა".
„გასულ პარასკევს, ერთი საათის განმავლობაში ვესაუბრე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რათა ხაზი გამესვა იმ მნიშვნელობაზე, რასაც მექსიკელები ვანიჭებთ იმ ძირითად პრინციპებს, რომელზეც უარის თქმა არ შეიძლება“, - განაცხადა პენა ნიეტომ.
დონალდ ტრამპმა აშშ-მექსიკის საზღვრის გასწვრივ 2000 მილზე კედლის აშენების შესახებ ბრძანებას ხელი რამდენიმე დღის წინათ მოაწერა. საპრეზიდენტო ბრძანება დაჟინებით ირწმუნება, რომ მექსიკა აუნაზღაურებს აშშ-ს კედლის ასაშენებელ თანხას.
ABC-ის ახალი ამბებისთვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკა "აბსოლუტურად 100%-ით" აუნაზღაურებს შეერთებულ შტატებს კედლის საფასურს".
ტრამპის ბრძანების შემდეგ, მექსიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მექსიკა კედლის აშენების საფასურს არ გადაიხდიდა.
„მექსიკას არ სჯერა კედლების", - თქვა მან.
ნიეტომ ასევე გააუქმა ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა კედლის ასაშენებელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ამის გაკეთება ურჩია.
მექსიკამ დაგმო შეერთებული შტატების შეთავაზება, რომ მან შეიძლება დააწესოს 20%-იანი გადასახადი მექსიკურ იმპორტზე, რითაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაგეგმილი საზღვრის გასწვრივ კედლის ასაშენებელ თანხას გადაიხდიან.
აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი წინადადება იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIANGE – ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა.