ოფიციალური ფხენიანის მტკიცებით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) კიმ ჩენ ინის მოსაკლავად გეგმას ადგენს
05-05-2017, 07:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების და სამხრეთ კორეის აგენტები ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მოსაკლავად გეგმას ადგენენ. ინფორმაციას ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

 


როგორც BBC იუწყება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) და სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურების მიერ მხარდაჭერილი „ტერორისტული ჯგუფი“ ქვეყანაში შევიდა იმისათვის, რომ მოამზადოს თავდასხმა ბიო-ქიმიური ნივთიერებით.

 


განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ კორეა მოძებნის და „შეუბრალებლად გაანადგურებს“ ტერორისტებს.

 


განცხადება, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ახალი ამბების სააგენტო KCNA-მ გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ CIA-მ და სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურებმა „გამოჩეკეს ბოროტი გეგმა, რომ დარტყმა მიაყენონ ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის უზენაეს ხელმძღვანელობას“.

 


BBC წერს, რომ მასში არ არის კონკრეტულად სახელით და გვარით ნახსენები კიმ ჩენ ინი, მაგრამ იგი ფართოდ არის მიჩნეული უზენაეს ლიდერად.

 


განცხადების თანახმად, გეგმა მოიცავს „ბიოქიმიური ნივთიერებების, მათ შორის რადიოაქტიური ნივთიერების და ნანო მომწამვლელი ნივთიერების“ გამოყენებას, რომლის შედეგიც „ექვსი თუ 12 თვის შემდეგ გამოჩნდება“.

 


სამინისტრო ამტკიცებს, რომ ჩრდილო კორეელი მამაკაცი, რომელსაც იგი მხოლოდ გვარის, კიმის იდენტიფიცირებით ასახელებს, სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურების მიერ იქნა „მოქრთამული და გადაბირებული“ იმ დროს, როდესაც იგი რუსეთში მუშაობდა.

 


ჩრდილოეთ კორეის უსაფრთხოების სამინისტრო ამტკიცებს, რომ კიმს საერთო ჯამში 300 000 აშშ დოლარი გადაუხადეს და ფხენიანში დაბრუნებისას მას შესაბამისი ინსტრუქციები მისცეს.

 


„კორეული სტილის ანტი-ტერორისტული თავდასხმა ამ მომენტიდან დაიწყება, რათა მიწასთან გაასწოროს შეერთებული შტატების სადაზვერვო და გეგმის მკვებავი ორგანიზაციები და თოჯინების ხროვა“, ნათქვამი განცხადებაში.

 


ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც ჩრდილოეთ კორეასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ფხენიანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების განვითარების გამო ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა.

 

 

ფხენიანმა კი, გასული კვირის ბოლოს, მორიგი ბალისტიკური რაკეტა იმ დროს გამოსცადა, როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გაერო-ს უშიშროების საბჭო „კატასტროფული შედეგების“ შესახებ გააფრთხილა.

 


ფხენიანსა და ვაშინგტონს შორის სიტყვიერი ომი გრძელდება.

 

 

დონალდ ტრამპმა ერთი კვირის წინათ არ გამორიცხა, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის „დიდი, დიდი კონფლიქტი“ მოხდეს.

 

 

ტრამპმა ასევე გამოხატა მზადყოფნა, შეხვდეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს.

 

 

ჩინეთი კი გამაფრთხილებლად აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით სიტუაცია „კრიტიკულ მომენტშია“.  

 


შეერთებულმა შტატებმა რეგიონში სამხედრო გემები, მათ შორის ბირთვული შესაძლებლობების წყალქვეშა გემი განალაგა და სამხრეთ კორეაში ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემა განათავსა. 

 

 

აღნიშნული სისტემის განთავსებამ კი სამხრეთ კორეაში პროტესტი გამოიწვია.  

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი