დონალდ ტრამპი „თვითერზე“ კიდევ ერთხელ მოულოდნელად დაესხა თავს გერმანიას მაშინ, როცა ანგელა მერკელი მოუწოდებდა ევროპას, იყოს გლობალური მოთამაშე
30-05-2017, 11:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ მოულოდნელად დაესხა თავს გერმანიას „თვითერზე“, გააკრიტიკა მისი სავაჭრო ნამეტობა და განაცხადა, რომ ბერლინი NATO-ს თავდაცვის ბიუჯეტში სათანადოდ არ იხდის თანხებს. მან აღნიშნა, რომ „ეს შეიცვლება“.

 


„ჩვენ გვქონდა მასიური სავაჭრო დეფიციტი გერმანიასთან, პლუს ისინი იხდიან გაცილებით ნაკლებს NATO-სა და სამხედროებზე. ძალიან ცუდი აშშ-სთვის. ეს შეიცვლება“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“.

 


როგორც „დოიჩე ველე“ წერს, მისი კომენტარები გამოძახილია ადრინდელი მსგავსი სახის შენიშვნებისა, რომელიც მან გააკეთა, განსაკუთრებით კი ახლახან, ბრიუსელში ევროპის ლიდერებთან შეხვედრისას გაკეთებული კომენტარების, სადაც მან გერმანიას უწოდა „ცუდი, ძალიან ცუდი“, გერმანიის სავაჭრო დეფიციტის გამო, რითაც სავარაუდოდ ბერლინმა ზიანი მიაყენა შეერთებულ შტატებს.

 


NATO-ს სამიტზე ტრამპმა ალიანსის 28 წევრიდან 23-ს უსაყვედურა და ფაქტობრივად დატუქსა „უზარმაზარი ოდენობის თანხის“ ვალის გამო, განაცხადა რა, რომ ეს არ იყო „სამართლიანი შეერთებული შტატების ხალხის და გადასახადების გადამხდელების წინაშე“.

 


იმედგაცრუება გერმანიაში

 


ტრამპის ანტი-გერმანული და ანტი-ევროპული პოზიცია, რომელიც მან პრეზიდენტის რანგში ახლახან მისი პირველი საზღვარგარეთული ტურნეს ფარგლებში ბრიუსელში დააფიქსირა, პასუხგაუცემელი არ დარჩენილა გერმანიის კანცლერისაგან, რომელმაც განაცხადა, რომ ევროპას უკვე აღარ უნდა ჰქონდეს აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის სრული იმედი ტრამპის გაპრეზიდენტების და „ბრექსიტის“ შემდეგ.

 


„დროება, რომელშიც ჩვენ სრულად შეიძლება ვიყოთ მინდობილი სხვებზე, წარსულს ბარდება. მე ეს გამოვცადე ბოლო რამდენიმე დღეში“, უთხრა მერკელმა საარჩევნო კამპანიაზე შეკრებილ საზოგადოებას კვირას, მიუნხენში, სამხრეთ გერმანიაში, და მიუხედავად ამისა დაამატა, რომ იგი იყო „დაჯერებული ტრანსატლანტისტი“.

 


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა მერკელის გაკეთებული განცხადების შემდეგ თქვა, რომ შეერთებული შტატების „ახლომხედველი“ პოლიტიკის გამო, დასავლეთი „უფრო სუსტი“ გახდა და ბრალი დასდო ტრამპს დასავლურ ღირებულებებზე ხელის აღებაში.

 


ტრამპის მორიგი თავდასხმა გერმანიაზე იმ დროს მოხდა, როცა ანგელა მერკელი ბერლინში ინდოეთის პრემიერ მინისტრს, ნარენდრა მოდის მასპინძლობს და როცა გერმანიის კანცლერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმის საჭიროებას, რომ ევროპამ უფრო პროაქტიური როლი უნდა შეასრულოს საერთაშორისო პოლიტიკაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი