„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრის, სერგეი შამბას განცხადებას ეხმაურება. ბაქრაძის თქმით, ყველა ინიციატივა უნდა გამოვიყენოთ, რადგან აფხაზების და ოსების ინტერესი ყველაზე უკეთ იქნება დაცული ერთიან ქართულ სახელმწიფოში.
„შამბას ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი ასეთი ინიციატივა, ნებისმიერი ასეთი მზადყოფნა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ აფხაზებსაც და ოსებსაც, რომ ჩვენ არ ვართ მტრები. ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები და აფხაზების და ოსების ინტერესი ყველაზე უკეთ იქნება დაცული ერთიან ქართულ სახელმწიფოში“, განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIANGE – ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა.