პოლიტიკა

2018 წლის 4 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან, რის შემდეგაც უფლებამოსილება შეუწყდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. 

სრულად...

„ჩვენ უნდა დავიწყოთ კონსულტაციები დღესვე მთავრობასთან იმისთვის, რომ მიღებულ იქნას ძალიან ქმედითი ზომები იმისთვის, რომ ასეთი ტრაგიკული შემთხვევები არ განმეორდეს“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც მინდელის შახტაში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. 

სრულად...

ბიუჯეტის 50% ფაქტობრივად, 150 ბიზნესორგანიზაციაზეა დამოკიდებული, რასაც უარყოფითი ეფექტები აქვს ეკონომიკის მოწყვლადობის და სამეწარმეო სულისკვეთების შემცირების თვალსაზრისით, განაცხადა შაბათს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე იმ მიზეზზე საუბრობს, რამაც გიორგი კვრიკაშვილის პრემიერ მინისტრის პოსტიდან გაშვება განაპირობა.

სრულად...

10 ოპოზიციური პარტია, ხვალ, 17 ივლისს, ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატს დაასახელებს, დღეს კი, ოპოზიციური პარტიების ლიდერები სპეციალურ დოკემენტს მოაწერენ ხელს, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობის „ძალა ერთობაშია" შექმნას ითვალისიწინებს.

სრულად...

ბიძინა ივანიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი. გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას იგი იმ ფაქტორებს ასახელებს, რის გამოც ივანიშვილისთვის პრეზიდენტობა სულაც არ არის მომხიბლავი, პირიქით, „ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველიც“ კია.

სრულად...

პაატა ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილის მთავრობის „წაბრძანების“ შემდეგ, რაც მისი თქმით, ცოტა ხანში უნდა მოხდეს, გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტის ჩატარებას გეგმავს და გამოდის ინიციატივით, რომ „ის დღე გამოცხადდეს საქართველოში სიკეთის კეთების დღედ“.

სრულად...

პაატა ბურჭულაძე ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს კიდევ ერთხელ ეხმაურება და აცხადებს, რომ იმ პირობებში, როცა ქართულ სახელმწიფოში მისი მსგავსი პიროვნებაც კი არ არის დაცული, წარმოუდგენია რა დღეში შეიძლება აღმოჩნდნენ სხვა, რიგითი მოქალაქეები.

სრულად...

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ მხარს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, სალომე ზურაბიშვილის, კანდიდატურას დაუჭერს, იმის ხაზგასმად აფასებს, რომ მმართველი გუნდი არაფრის შეცვლას არ აპირებს.

სრულად...

პარტია „ახალი საქართველოს“ ოფისში, 9 ოპოზიციური პარტიის შეხვედრა გაიმართა, სადაც შეარჩიეს საერთო პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც სამშაბათს დაასახელებენ.  ახალი საქართველოს თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის, განცხადებით, ახალი იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანები ქვეყანას ძლიერ გუნდს შესთავაზებენ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი