სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი მძიმე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, დავით ლაცაბიძემ და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

სრულად...

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ზაზა ბაქრაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბაქრაძეს აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა შეეცვალა და 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

სრულად...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხებზე 2017 წლის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში ნარკოდანაშაულთან ბრძოლის კუთხით მიმოხილულია მსოფლიოს 70 ქვეყანა, მათ შორის, საქართველო.

სრულად...

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ადვოკატთან ერთად თბილისის პროკურატურაში მივიდა. მალხაზ მაჩალიკაშვილმა პროკურატურაში შესვლამდე მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, რომ მისი შვილი „უკანონოდ და უდანაშაულოდ დახვრიტეს".

სრულად...

სასამართლომ ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებულ უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ნიკოლოზ დიასამიძე, მის მოადგილედ კი პოლიციის პოლკოვნიკი ირაკლი ჯიქია დანიშნა.

სრულად...

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ბათილად სცნო ორი ინსტანციის, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილება და ასლან ბეჟანიძე დავით ოთხმეზურის მკვლელობაში დამნაშავედ სცნო. 

სრულად...

იზოლატორში საპროტესტო აქციის 14 მონაწილის მიმართ ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის გამო სასამართლომ ორი ყოფილი საჯარო მოხელე დამნაშავედ სცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე სამი პირი ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა. ამის შესახებ მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

სრულად...

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე,  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების  განყოფილების თანამშრომლები:  გენო ქ., ემზარ ც., მამუკა ა., ირაკლი ხ. და რამაზ კ. დააკავეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი