სამართალი

ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ  საქმეზე, ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, გადაწყვეტილება გამოაცხადა.

სრულად...

სასამართლომ მთვრალ მდგომარეობაში ჩადენილი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განცხადებას აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეისწავლის. როგორც უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტროში აუდიტის შესვლა თავად სამინისტროს ინიციატივაა.

სრულად...

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის თქმით, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შეკითხვები არსებობს.

სრულად...

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპრაციის საქმის ფარგლებში დაკავებული პირი ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა.

სრულად...

„ლეოგრანდის” ადვოკატი კახაბერ წერეთელი ადასტურებს, რომ სასტუმრო რამდენიმე თვის წინ დაჯარიმდა. როგორც მან მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, დაჯარიმების მიზეზი ცეცხლმაქრების გაუმართაობისა და საევაკუაციო გეგმის უქონლობა გახდა.

სრულად...

„ლეოგრანდის მფლობელის თქმით, სასტუმრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, დაჯარიმებული არ ყოფილა. როგორც ეროლ ავგორენმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასტუმროში უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.

სრულად...

არის თუ არა გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის საერთაშორისო ტერორისტად გამოცხადებული ახმედ ჩატაევი, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, აცხადებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ზ.წ., ძარცვის ბრალდებით, რუსთავში დააკავეს.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ი. ხ., ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი