განათლება

GUARDIAN.GE - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების - ახლოლალოს და დამია გეორარხის საჯარო სკოლების ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი ელზა ლურსმანაშვილი სკოლის დირექციის მიერ წამყვანი მასწავლებლის სტატუსზეა წარდგენილი, თუმცა როგორც იგი GUARDIAN.GE -ისთან საუბარში ამბობს, ამაზე გაჩერებას არ აპირებს და სურს მენტორის სტატუსამდე აიმაღლოს კვალიფიკაცია, ამ ეტაპზე კი, დირექტორობის მსურველთა ტესტირებაში მონაწილეობისთვის ემზადება.

სრულად...

GUARDIAN.GE - სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავარის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მულქადარ ისმაილოვის განცხადებით, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირებაში მონაწილეობა იმის გამო გადაწყვიტა, რომ სურს თავისი მრავალწლიანი გამოცდილება ისევ გაუზიაროს სკოლას და კვლავაც წვლილი შეიტანოს მომავალი თაობის აღზრდაში.

სრულად...

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის კონკურსის პირველ ეტაპს იწყებს. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის ტესტირების თარიღი, დრო და გამოცდის ხანგრძლივობა განისაზღვრა. ტესტირება ელექტრონული ფორმით, 2023 წლის 22 იანვარს ერთ სესიად ჩატარდება. ტესტირება 12 საათზე დაიწყება.

სრულად...

მილიარდი ლარის ღირებულების მასშტაბურ პროექტს ვიწყებთ, რაც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს, 2023 წელს განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდზე მეტი იქნება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

სრულად...

GUARDIAN.GE -  სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა პილტოიანი, სომხურ ენასა და ლიტერატურაში გამოცდის წარმატებით ჩაბარების, 48-საათიანი ტრენინგის გავლისა და პროფესიულ უნარებში ტესტის უმაღლესი პროცენტული მაჩვენებლით დაძლევის შემდეგ, უფროსი მასწავლებელი გახდა.

სრულად...

GUARDIAN.GE - სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალის აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის მასწავლებელი აფის პირიევი სკოლის დირექტორმა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის კომისიას წარუდგინა მას შემდეგ, რაც პირიევმა სამ საგანში - ისტორიაში, გეოგრაფიასა და ბუნებაში უფროსი მასწავლებლის გამოცდები წარმატებით ჩააბარა.

სრულად...

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტით სან მარინოს რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის პირველ დღეს მინისტრმა შეხვედრა გამართა სან მარინოს რესპუბლიკის განათლების, კულტურის, ახალგაზრდული პოლიტიკის, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო კვლევების მინისტრ ანდრეა ბელუცისთან და სან მარინოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრ ლუკა ბეკარისთან.

სრულად...

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრა, ამ მიმართულებით მიღწეული შედეგები შეაჯამა და დეპუტატებს 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

სრულად...

GUARDIAN.GE - სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალის აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორის, მამედ პირიევის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს 2022 წელს პირველად მიეცათ კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება. მისი თქმით, ზემო სარალის საჯარო სკოლიდან გამოცდაზე გასულმა თარგულ იუსუფოვამ 10 კრედიტი დააგროვა და 48-საათიანი ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ იგი აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებლის სტატუსს მიიღებს.

სრულად...

GUARDIAN.GE - სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლაში ბოლო წლებში მოსწავლეთა რაოდენობა შემცირდა, რასაც სკოლის დირექტორი მისაკ შირინიანი მიგრაციის მაღალი დონით და შობადობის კლებით ხსნის.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი