უფრო მეტი

GUARDIAN.GE - ზაკის საშუალო სკოლაში 1992 წელს დავიწყე მუშაობა სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ. საერთოდ, მინდოდა ექიმი გავმხდარიყავი, მაგრამ ბედის წყალობით, მასწავლებელი გავხდი. ისე მიყვარს ჩემი სამუშაო, ბავშვები, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან, თამამად ვიტყვი - ამ პროფესიის გარეშე ცხოვრება ძალიან გამიჭირდებოდა, - ამის შესახებ GUARDIAN.GE-ის სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაკის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორმა, ვარდუჰი მკრტჩიანმა განუცხადა.

სრულად...

2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებული საქართველოს მთავრობის №221 დადგენილების თანახმად, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში ცვლილები შევიდა. დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს და ის 15 ივნისიდან ამოქმედდება.

სრულად...

საქართველოში ვიზიტით აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორი ტომას კარდენი ეროვნულ გვარდიას ესტუმრა. ამერიკელ გენერალს ეროვნული გვარდიის უფროსმა ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა რეზერვის მობილიზაციისა და რეკრუტირების კუთხით დაგეგმილი ცვლილებები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

სრულად...

ჩემთვის, სრულიად სხვა გარემოში გაზრდილი ადმიანისათვის, საქართველო პირველ რიგში ნიშნავს სამშობლოს, ძვირფას ადგილს, რომლის გულისთვისაც ადამიანი დღენიადაგ უნდა ზრუნავდეს - დაიხარჯოს მისი კულტურის, ენის, ადათების შესწავლისთვის, იცოდეს მის შესახებ რაც შეიძლება მეტი, მუდამ იზრუნოს ამ ქვეყნის განვითარებაზე, მსოფლიოში მისი ავტორიტეტის ამაღლებაზე, - ამის შესახებ GUARDIAN.GE-ის სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორმა ოგანეს შორაღიანმა ქართულ ენაზე განუცხადა. (რედაქციის შენიშვნა: ბატონ ოგანეს შორაღიანთან ვრცელი ინტერვიუ მთლიანად ქართულ ენაზეა ჩაწერილი).

სრულად...

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 9 ივნისიდან მილანში, სან რაფაელის საავადმყოფოში იმყოფებოდა. მას ქრონიკული მიელომონოციტური ლეიკემია ჰქონდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი