უფრო მეტი

GUARDIAN.GE -  სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორის, მათემატიკის უფროსი მასწავლებლის, ლუსია ბოზოიანის განცხადებით, 2011 წელს, როდესაც დირექტორის მოვალეობის შესრულებას შეუდგა, ფიქრობდა, რომ მხოლოდ ერთი წელი იმუშავებდა საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელ პირად, მაგრამ 12 წლის გასვლის შემდეგაც ისევ დირექტორის პოსტზე განაგრძობს საქმიანობას.

სრულად...

GUARDIAN.GE -  არაქართულენოვანი საჯარო სკოლებიდან პრაქტიკოსი მასწავლებლების მასობრივად დათხოვნის პროცესმა შესაძლოა, სკოლებში დიდი საკადრო დეფიციტი შექმნას, რადგან პერიფერიებში ახალი კადრების მოძიების პროცესი მარტივი არ იქნება, - ამის შესახებ GUARDIAN.GE-ის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეორარხის აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორმა, ფარმან გურბანოვმა განუცხადა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული ჯარისკაცების შვილებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების შვილებს აკვაპარკ „ჯინო ფერედაისში“ უმასპინძლა და გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების შვილებს „ისთ ფოინთის“ 500 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მომავალ კვირას, აიოვას შტატში გამოაცხადებს იმის შესახებ, რომ 2024 წელს აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს და 7 ივნისს ვიდეორგოლსაც გამოაქვეყნებს, - იტყობინება ABC News-ი.

სრულად...

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით, ბორჯომის ხეობაში ტყის განახლების ხელშეწყობის მიზნით გამწვანების აქცია მოეწყო.

სრულად...

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლაში, სკოლის მაშინდელმა დირექტორმა, საქართველოს დამსახურებულმა მასწავლებელმა, ქალბატონმა ჩინარიკ ერანოსიანმა მუზეუმი დააფუძნა, მუზეუმში წარმოდგენილი ძველი ნივთები და ნაკეთობები კი, სოფლის მოსახლეობამ უანგაროდ გაიღო.

სრულად...

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. მარტის თვიდან კადეტები საქართველოს მასშტაბით სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს მართავენ. ამ ეტაპზე შეხვედრები თბილისის საჯარო სკოლებში მიმდინარეობს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი