თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი საგურამოში კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის ცენტრისა და ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 202-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალური შტაბის უფროს, გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილთან და უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ჯუანშერ ბურჭულაძე ადგილზე გაეცნო ბაზაზე დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს.

სრულად...

მიმდინარე წლის 8 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება თავდაცვის ძალების ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის რიგითი სამხედრო მოსამსახურის იუსიფ ნასიბოვის (დაბ. 2005 წ.) გარდაცვალების ფაქტზე, სისხლის სამართლის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სრულად...

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებისთვის სალექციო კურსს იწყებს. შემეცნებითი კურსის - „მე, საქართველოს მომავალი“ ოფიციალური გახსნის ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა.

სრულად...

უწყებათაშორისი სამეთაურო საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“-ის დაგეგმვის პროცესის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ორგანიზებით თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში სემინარი გაიმართა. „ეროვნული დონის სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის მიმოხილვა“ უსაფრთხოების საბჭოს აპარატთან კოორდინაციით ჩატარდა. სემინარს სწავლებაში ჩართული სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სრულად...

ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა „სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი“ დაასრულეს. სწავლება თავდაცვის სფეროში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა და საჩხერისა და ჭიათურის სასწავლო უბნებზე სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სრულად...

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის თავდაცვის მინისტრი კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, სსსტც „დელტას“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის ინდუსტრიაში პოტენციური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „დელტას“ დირექტორმა იოსებ ლოლაძემ სტუმრებს ცენტრის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

სრულად...

საქართველოში ვიზიტით უნგრეთის თავდაცვის მინისტრი კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი იმყოფება. მას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროში გამართული ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ კოლეგებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ უნგრეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე გვერდში დგომისთვის.

სრულად...

კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში
საინფორმაციო ოპერაციების კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი