„ქართული ოცნება“ პარლამენტში 2020 წლის ჩათვლით, არჩევნებამდე შეინარჩუნებს მყარ უმრავლესობას“, უთხრა მედიას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარტიის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედრის დაწყებამდე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაებას საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი 2 მონაკვეთად არის დაყოფილი და ჯამში 13 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია მოხდება.
ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელთან შეხვედრის შემდეგ.
24 იანვარს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ საპროექტო წინადადებების შერჩევის საერთო კრება გაიმართა.
გუაიდომ, რომელმაც ოთხთშაბათს საკუთარი თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, ინტერვიუში თქვა, რომ იგი კრიზისის დასასრულებლად ყველა სექტორთან, მათ შორის სამხედროებთანაც ცდილობს კომუნიკაციის დამყარებას.
საქართველოსა და პოლონეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრაზე, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელების მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
რუსეთმა დაგმო უცხოეთის სახელმწიფოთა მხარდაჭერა ვენესუელას ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოსადმი, რომელმაც საკუთარი თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა და აღნიშნულს „ძალაუფლების უზურპაციის“ მცდელობა უწოდა.
შვეიცარიაში, დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ზავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხეებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მთავარ აღმასრულებელს აბდულა აბდულაჰს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.