ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით დათვლილ 572 უბანზე პირველ ადგილს სალომე ზურაბიშვილი 40.05%-ით იკავებს

სრულად...

„ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მეორე ტურში გამარჯვებას ეჭვქვეშ არ აყენებს პოლიტოლოგი არმაზ ახვლედიანი. როგორც მან გადაცემა „კვირის აქცენტების“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, „საბოლოოდ ეს იქნება გამარჯვება კორუმპირებული, მახინჯი სისტემის წინააღმდეგ“.

სრულად...

გაზეთ „ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას" არჩევნების გაყალბების საშუალება ქვეყნის დასავლელმა მეგობრებმა არ მისცეს.

სრულად...

ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ რამდენიმე წუთის წინ ჩატარებულ ბრიფინგზე განაცხადამ რომ 512 უბნის მიხედვით, რაც საერთო სურათის13% -ს შეადგენს სალომე ზურაბიშვილს 40.05%, გრიგოლ ვაშაძეს - 37.93%, დავით ბაქრაძეს კი- 10.83% აქვს მიღებული.

სრულად...

გამოიკვეთა, რომ იქნება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სრულად...

„ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ მოუწოდა მმართველი პარტიის ლიდერებს აღიარონ მეორე ტურის ჩატარების გარდაუვალობა, რადგან ვაშაძის თქმით, მათ ხელთ არსებული დათვლილი ოქმების მიხედვით, გრიგოლ ვაშაძეს ყველა დიდ ქალაქში მოგებული აქვს არჩევნები.

სრულად...

ჩვენ პერიოდულად ჩვენი წარმომადგენელი კომისიის წევრებისგან შემოგვდის მონაცემები. იცით 3700-ზე მეტი უბანია  ქვეყნის მასშტაბით და აქედან დაახლოებით 300-მდე უბნის მონაცემები გვაქვს, სადაც დამაჯერებლად ლიდერობს ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, განაცხადა მმართველი პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

სრულად...

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „კვირის აქცენტების“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი არსებული მონაცემებით, არჩევნებში ლიდერობს. 

სრულად...

„მე მგონი, მეორე ტური საჭირო აღარ იქნება - პირველივე ტურში იმარჯვებს ბატონი გრიგოლი", განაცხადა მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „კვირის აქცენტები"  ჩართვისას.

სრულად...

„გირჩი“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას და არჩევნების მოგებას აპირებს, – აცხადებს პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი