საზღვარგარეთ საარჩევნო პროცესის დროს დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით „ევროპული საქართველო“ პასუხისმგებლობას ცესკო-სთან ერთად საგარეო უწყებას და იუსტიციის სამინიტროს აკისრებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, 17:00 სთ-ის მდგომარეობით ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 38.16% (1 337 284 ამომრჩეველი).
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი თბილისის ჩუღურეთის ოლქის მე-3 საარჩევნო უბანში დააფიქსირა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ოპონენტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხელისუფლების მხრიდან არჩევნები ყალბდება და „ქართული ოცნება“ ე.წ. „კარუსელების“ დატრიალებას გეგმავს, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენლებს ვიდეოთი მიმართავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მოუწოდებს მათ, რომ არ შეასრულონ ბიძინა ივანიშვილის ინსტრუქციები არჩევნების გაყალბების თაობაზე.
საარჩევნო დარღვევები საბერძნეთში - ემიგრანტების ინფორმაციით, დღეს დილიდან არჩევნებში მონაწილეობას ვერ იღებენ, რადგან ისინი სიაში არ არიან.
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობა ადასტურებს, რომ ხელისუფლებას ძალიან უჭირს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბოლნისის 27-ე უბნიდან კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გააძევეს.
„ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლო წინასწარი მონაცემებით, უპირობოდ მარცხდება სახელისუფლებო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და იმარჯვებს ამ არჩევნებში, ამ ისტორიულ არჩევნებში, გაერთიანებული ოპოზიციური კანდიდატი, ბატონი გრიგოლ ვაშაძე“, განაცხადა რამდენიმე წუთის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაცით, 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ ქვეყნის მასშტაბით 30.98% შეადგინა, რაც 1 85 730 ამომრჩეველია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.