„შენების მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ მეორე ტური გაიმართება. მისი აზრით, ეგზიტპოლის შედეგები ცხადყოფს, რომ მეორე ტურში ერთმანეთს სალომე ზურაბიშივლი და გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქართულ პოლიციას და შეიარაღებულ ძალებს მიმართა და მოუწოდა, რომ არ შეასრულონ ბიძინა ივანიშვილის უკანონო დავალებები.
საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ვინაიდან ეგზიტპოლის შედეგები 50 პროცენტს მნიშვნელოვნად სცდება, ჩვენი მოლოდინია, რომ არჩევნები პირველ ტურში დასრულდეს.
ამერიკული ორგანიზაცია „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის საბოლოო მონაცემების მიხედვით, „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს და დამოუკიდებელ და მმართველი პარტიის მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს თანაბარი 40-40 %-იანი მხარდაჭერა აქვთ, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს დავით ბაქრაძეს, 10 %-იანი მხარდაჭერა აქვს.
არასამთავრობო ორგანიზაციები საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ამბობს, რომ მოსყიდვების რამდენიმე ფაქტი მათმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს.
„რეალური ხმებით, გია ვაშაძე არის პრაქტიკულად გამარჯვებული და გარანტირებულად გადასულია მეორე ტურში“, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში.
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია „ევროპული საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „ჩვენი დიდი ეროვნული ამოცანა იყო ივანიშვილის გუნდის ამ სამარცხვინო და ქვეყნის ინტერესებისთვის საშიში კანდიდატის გამარჯვება არ დაგვეშვა".
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი წინ არის, თუმცა მეორე ტურსაც არ გამორიცხავს.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილის შტაბში მივიდა და მას გამარჯვება მიულოცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.