პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წარდგენას გამოეხმაურა.
არჩევნების კონტექსტში დესტაბილიზაცია იგეგმება, თუ ოპოზიციისათვის სასურველი შედეგი არ დაიდება, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე და ამატებს, რომ ამგვარი არეულობის მოწყობა იგეგმებოდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მაჩალიკაშვილთან და სარალიძესთან მყოფმა ადამიანებმა რუსთაველზე კარვების გაშლა მოინდომეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (18 ოქტომბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0188 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის დაარსების დღე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აღინიშნა. სამხედრო მოსამსახურეებს იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ მიულოცეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მირზა სუბელიანზეც გვეუბნებოდნენ, რომ ვერ დავიჭერდით, მაგრამ მირზა სუბელიანი დღეს არის პატიმარი.
ფარულ აუდიოჩანაწერებს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ეხმაურება. მისი თქმით, ოპონენტები „რეალობის მოდელირებასა" და „ტვინის გამორეცხვას" ცდილობენ.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და ღირებულება 429 214 ლარს შეადგენს.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება და აცხადებს რომ შეცდომების მიუხედავად, „ ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებების შედარება არ შეიძლება. კაკულია იმედოვნებს რომ ფარული ჩანაწერების გავრცელება წინა საარჩევნოდ დასრულდება.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, შსს-სა და სუს-ს დეტალური ინფორმაცია აქვს ყველა იმ დაგეგმილი პროვოკაციის შესახებ, რომელთა მოწყობასა და განხორიელებასაც ის ჯგუფი ცდილობს, რომელსაც წინაასრჩევნოდ ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის გაზრდა სურს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ფარულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება. მისი განცხადებით, ჩანაწერების გავრცელება არ ემსახურება რამე კეთილშობილურ განზრახვას და მიმართულია წინასაარჩევნოდ არასასურველი კლიმატის შექმნისკენ, რაც როგორც ბესელია ამბობს, ფსიქოლოგიური შეტევაა მოსახლეობაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.