საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკულ WSJ Frontiers-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიკაცია, რათა მოვიზიდოთ მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია.
რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მყოფი შვილმოკლული მამები ამერიკის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მოინახულა. მან ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს პლედები, წყალი და საკვები მიუტანა. ამერიკელი სტუმარი საქართველოში ვიზიტის დროს საოკუპაციო ხაზთან მისვლასაც გეგმავს. მისივე თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ის ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელებს მიაწვდის.
პეკინში ჩინეთის პირველობის ფინალი, ნიკოლოზ ბასილაშვილის ტრიუმფით დასრულდა. მან ტურნირის პირველი ნომერი და მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო საათსა და 41 წუთში ორ სეტში დაამარცხა – 6:4, 6:4.
ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს ძალიან განსხვავებული და მრავალფეროვანი ბუნება, რასაც შენარჩუნება და დაცვა სჭირდება,- ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„რამდენიმე დღეში, იხსნება ფრანკფურტის ბაზარი, სადაც საქართველო იქნება მთავარი მასპინძელი და ეს არის ძალიან დიდი საშუალება, რომ ჩვენი კულტურა გავიტანოთ საზღვრებს გარეთ“ – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა თელავში, ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.
„მე საპრეზიდენტო ადმინისტრაციაში მეყოლება განათლების სფეროს საუკეთესო ექსპერტები, მათ მოგვიანებით გაგაცნობთ“, - ეს განცხადება პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა თელავში, ამომრჩეველთან შეხვედრისას გააკეთა.
მე ვიქნები კულტურის პრეზიდენტი, ჩემთვის კულტურის ყველა დარგი ღირებული იქნება,- ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მცხეთაში ამომრჩეველს ხვდება.
„ორბელიანების სასახლე ბევრად მოკრძალებულია და შესაფერისია მომავალი პრეზიდენტისთვის“, - ეს განცხადება პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა თელავში ამომრჩეველთან შეხვედრისას გააკეთა.
მე ქალბატონი სალომეს არაერთ გამოსვლას დავესწარი სხვადასხვა რგიონებში, რაიონებში და გაოცებული ვიყავი, როცა ჩვენი ოპონენტები აგზავნიან პროვოკატორებს და ეს პროვოკატორები ცდილობენ დისკომფორტი შეუქმნან ჩვენს კანდიდატს, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა თელავში, დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.