გამოჩენილი ქართველი მწერლის, სცენარისტის, კინორეჟისორის, არაერთი პრიზისა და ჯილდოს მფლობელის, გოდერძი ჩოხელის დაბადების დღისადმი მიძღვნილი სახალხო დღეობა, მის მშობლიურ სოფელში, ჩოხში აღინიშნა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტისას „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის „ფარდის მიღმიდან“ გამოსვლა და პარტიის თავმჯდომარის როლში დაბრუნება დადებითი ფაქტია, მაგრამ მისი აზრით, ეს საკმარისი არ არის პოლიტიკური პროცესების ჯანსაღი განვითარებისათვის, რადგან „ასეთივე ძლიერი ლიდერები ჰყავდათ სხვა პარტიებსაც“ და თუ საქართველოში ერთპარტიული სისტემა არ შეიცვალა, ისე ქვეყნის დემოკრატიული განვითარება შეფერხდება.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალიდან ე.წ. მესაზღვრეებმა 50 წლის მამაკაცი გაიტაცეს. შემთხვევა გუშინ დილით, იმ დროს მოხდა, როდესაც აკაკი დოთიაშვილი საქონელს მწყემსავდა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გელა სამხარაულმა „ქართული ოცნების“ მახრდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილის ახმეტის ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ზურაბიშვილი იქნება პრეზიდენტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოიტანს ევროპას.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ყველას გვექნება თანაბარი აწმყო და ბედნიერი მომავალი, თუ ჩვენს ძალებს გავაერთიანებთ.
„ქართული ოცნების“ მახრდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, სალომე ზურაბიშვილი კახეთის რეგიონში- ახმეტაში, თელავსა და ლაგოდეხში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება.
„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა და დისკუსიის ფარგლებში გააცნო საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები და საკუთარი ხედვები.
ჩხოროწყუს პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გადადგა. ჯუმბერ იზორიამ პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
პაატა ბურჭულაძის მეუღლეს ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე ელოდებიან. ანგელა ვასილენკო, რომელიც საქართველოში გვიან ღამით ჩამოფრინდა, მზად არის სასამართლოში ყველა იმ დეტალზე ისაუბროს, რაც ფონდის საქმიანობას უკავშირდება. თავდაპირველად ბურჭულაძის მეუღლე გამოკითხვაზე პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა იმის გამო, რომ ვასილენკოქვეყნიდან მიფრინავდა, პროცედურის ჩატარება 8 ოქტომბრისთვის, უკვე სასამართლოში გადაწყდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.