სახალხო დამცველი თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, გუშინ, 26 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ, პირველმა მოადგილემ, გრიგოლ დალაქიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ლატარიამ, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გენადი მარგველაშვილმა ომის მონაწილეებმა და კადეტთა ლიცეუმის წარმომადგენლებმა აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
„მოღალატე, თავისი არსით, არის ის, ვისაც გულში აქვს მტრული სახელმწიფოს სიყვარული - ეს არის, ამ შემთხვევაში, გრიგოლ ვაშაძე“, აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი შიდა კვლევა და ამ შიდა კვლევის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში“, აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ვალერი ბახტაძემ, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად აფხაზეთში დაღუპული გმირების საფლავები და სამხედრო დასახლებაში არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირებს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დასუფთავების ერთკვირიანი აქცია მიმდინარეობს. აქციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მდებარე ისტორიულ-კულტურული ძეგლების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება მოხდება.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა, პაატა ნადირაძემ, თანამდებობა დატოვა, თუმცა არ განუმარტავს, თუ რა გახდა ამის მიზეზი. მან აღნიშნა, რომ მისი პოსტიდან წასვლის მიზეზებზე განცხადებას მომავალში გააკეთებს.
საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 111 პირი.
ნინოწმინდის მერიის შენობაზე, სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავზე აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით, სახელმწიფო დროშა დაუშვეს.
ჩვენ ეს არჩევნები გვაქვს მოგებული და ახლა მთავარი არის 28 ოქტომბერს არ მივცეთ საშუალება ხელისუფლებას, გააყალბონ არჩევნები, განაცხადა „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში, იქ მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრისას და დაამატა, რომ „ქუჩიდან არ გავლენ“ და გამოიყენებენ კონსტიტუციით და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.