შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული მ.თ. ეკლესიების გაქურდვის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 1999 წელს დაბადებულ თ.გ.-ს მეჩეთის გაქურდვის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მმართველი პარტიის სრული მხარდაჭერა აქვს, ზუგდიდში ამომრჩეველთან შეხვედრაზე მის წინააღმდეგ აგორებული ცრუ კამპანიის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მოსკოვი საქართველოს არჩევნებში ერევა და დეზინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული.
რუსთავში, სამშვიდობო მისიებში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნისადმი მიძღვნილი გარბენი გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხეში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,1995 წელს დაბადებული ა.ა. თბილისში დააკავეს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირანის ლიდერებმა ბრალი დასდეს შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილ სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს სამხედრო აღლუმზე განხორციელებულ თავდასხმაში, რამაც 25 ადამიანის, მათ შორის ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. გარდაცვლილთაგან თითქმის ნახევარი „რევოლუციის მცველთა“ ჯარისკაცები არიან.
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი უცხო ქვეყნისათვის თავშესაფრის თხოვნას არ გამორიცხავს, თუკი საქართველოს პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გახდება. მან აღნიშნული შესაძლებლობის შესახებ „რუსთავი 2“–ის ეთერში განაცხადა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ტელეიმედის“ ეთერში, ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში მის ხელმოწერასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „ზოგიერთი ოპონენტი აგრძელებს უკანონო ნაბიჯების გადადგმას, ეს შეეხება გაყალბებას, სიცრუის ტირაჟირებას".
სალომე ზურაბიშვილი მაღლა დადგება ყოველი პარტიის დღის წესრიგზე და შეძლებს საზოგადოების და პოლიტიკოსების აზრის გაერთიანებას, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ზუგდიდში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოადგილემ, პაატა იმნაძემ და წყალტუბოს მერმა, გრიგოლ იოსელიანმა, ქუთაისის ზ. ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში და კლინიკა „მედიქალ სითიში“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 6 საბავშვო ბაღში მოწამლული აღსაზრდელები მოინახულეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.