„ოცნებაშიც“ მშვენივრად იციან, რომ როგორც კი ოფიციალურად გახდება ზურაბიშვილი მათი კანდიდატი (ვის დააჯერებენ მის დამოუკიდებლობას), მაშინვე ზღვა კომპრომატებით გაივსება ქართული მედია, აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ ბარის ორი უბნის შიდა გზები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. ადგილზე დაიგეგმა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სოფელ ნადაბურში 6 კმ-მდე გზის მშენებლობა მიმდინარეობს. ხარაგაულის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების უფროსებმა სოფელში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მონიტორინგი განახორციელეს.
ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს აფასებს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბოლო ინტერპრეტაცია, რაც ზურაბიშვილმა აგვისტოს ომზე ისაუბრა მისთვის მისაღები იყო.
დუშეთის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ქალთა საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით (WIC).
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით ფონიჭალაში 1 პირი დააკავა.
მაშველები ჩრდილო-დასავლეთ იტალიის ქალაქ გენუაში ავტომაგისტრალზე გადებული 45 მეტრის სიმაღლის საავტომობილო ხიდის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად - რამაც ბოლო ცნობებით 31 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა - ნანგრევებში მოყოლილ შესაძლო გადარჩენილთა სამძებრო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობდნენ.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით პარლამენტში სიღრმისეულ განხილვა გაიმართება.
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ სასამართლო ექსპერტიზის პასუხი ცნობილია. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კობაური ჯანმრთელია. მისი ადვოკატის ალექსანდრე კობახიძის თქმით, დაკავებული უდანაშაულოა.
ექსპერტი გია ხუხაშვილი TV პირველის „დღის ამბებში დიანა ტრაპაიძესთან ერთად“ აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს კი აქვს საპრეზიდენტო გარეგნობა, მაგრამ სრულიად არაკომპეტენტურია პრეზიდენტობისთვის. ხუხაშვილი ასევე ამბობს, რომ ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ არაფორმალური წევრია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.