„ეს არის არასწორი ინფორმაცია - შეგნებულად არ მინდა ამ ყველაფერს ვუწოდო ტყუილი, გამომდინარე იქიდან, რომ მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, მეკისრება თმენის ვალდებულება, როცა საქმე ეხება დეპუტატების მხრიდან გაჟღერებულ გარკვეულ გზავნილებს“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებას.
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტებზე, რომლის ფარგლებშიც დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე გამოკითხეს, გამოძიება მიმდინარე წლის მარტში დაიწყო, ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე მთავარ პროკურატურაში მის გამიკითხვასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღებში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ორი უბნის დამაკავშირებელი ხიდის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. ონის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ეკონომიკური პროექტების დაყოვნების გამო, უჩვეულო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა მისი ხელისუფლების ოფიციალური პირები.
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეს პორკურატურაში მივიდა. როგორც თავად სარალიძე ამბობს, მან დღეს უნდა მიიღოს პასუხები კონკრეტულ კითხვებზე, თუმცა ამჯერად ყველა კითხვას არ ასაჯაროვებს ერთი კითხვის გარდა, თუ რატომ უსმენდა პროკურატურა ზაზა სარალიძეს და მის მეუღლეს? სარალიძის ინფორმაციით, მას და მის მეუღლეს პროკურატურა 1-ლი დეკემბრიდან უსმენდა.
საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დაასახელა. აღნიშნულის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზზე განაცხადა.
მეგობრებო, გასულ წელს ჩვენ საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლის იუბილე ვიზეიმეთ. ეს ურთიერთობები დაფუძნებულია ერთგულ მეგობრობასა და ძლიერ პარტნიორობაზე, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო მტკიცდებოდა, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველო-იტალისს ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი მუჰამედკალი აბილგაზიევი მიიღო, რომელიც თბილისში პირველად იმყოფება და საქართველოს OGP- ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად ეწვია.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (17 ივლისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0009 პუნქტით გაუფასურდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.