საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე მთავარ პროკურატურაში გამოკითხეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ანტიგუა და ბარბუდას პრემიერ-მინისტრ გასტონ ალფონსო ბრაუნს შეხვდა, რომელიც საქართველოში პირველად OGP-ის გლობალური სამიტის ფარგლებში იმყოფება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გიორგი ჩიქოვანი იტალიის რესპუბლიკის ეკონომიკის განვითარების მინისტრის მოადგილეს მიკელე ჯერაჩის შეხვდნენ.
ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობას ყოველთვის ჰქონდა სწორი პოზიცია, თუმცა, მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობის ხისტი პოზიცია სწორი ზომების მიღების საშუალებას არ იძლეოდა, ჭიჭინაძე ამბობს, რომ ხისტი პოზიცია ჰქონდა არა მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს, არამედ საპარლამენტო უმრავლესობის ახალგაზრდა გუნდს, რომელსაც დეპუტატი კომკავშირელებად მოიხსენიებს.
ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით - ამ სიტყვებით მიმართა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრისას.
პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ დასმულ შეკითხვას - „თუ რატომ გაქრა პოლიტიკური ველიდან კვირიკაშვილი? რა დააშავა ამ ადამიანმა?“ - პოლიტოლოგი გია ნოდია გადაცემა „კვირის აქცენტებში“ ეხმაურება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგი გამართა. მამუკა ჭელიძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 7 პირი დააკავეს ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების გაერთიანება, რომლებიც ცდილობენ გავლენა იქონიონ ხელისუფლებაზე და სამწუხაროდ ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი აჰყვა მათ თამაშს. მათ შორის, ხაინდრავა ქვეყნის პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ასახელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.