პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე წულუკიანის განცხადებას ეხმაურება. კახიძე ამბობს, რომ კანონები, რომლებშიც უნდა ჩაიხდოს საზოგადოებამ არის წულუკიანის მომზადებული და ეს არის ცინიზმი. „ევროპული საქართველოს“ წევრი, ასევე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დასრულებამდე, საქართველოს ეყოლება თეა წულუკიანის მსგავსი მინისტრები.
„საქართველოს თავდაცვა ტოტალური თავდაცვის პრინციპს ეფუძნება“, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
„ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა ძალაშია. ყველა წევრმა ქვეყანამ დააფიქსირა პოზიცია, რომ ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება“, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან იზორიამ.
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საზოგადოების იმ ნაწილმა, ვინც დღეს მის პასუხისმგებლობაზე საუბრობს, ჩახედოს კანონებს და ნახავს, რომ იუსტიციის მინისტრი მართლმსაჯულების ხელმძღვანელი არ არის.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ვახტანგ იამანიძე გოდოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდნენ, სადაც სოფლების გოდოგანი-ნაგარევი-ბროლისქედის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს.
ამ დარბაზში თქვენ არავინ გიცნობთ - არც ოპოზიცია, არც უმრავლესობა. შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოში არავინ გიცნობთ. თქვენ დღეიდან იქნებით პოლიტიკური ფიგურა. ვინ მოგძებნათ თქვენ? საიდან გაჩნდა თქვენი კანდიდატურა? ვინ არის საქართველოში ის ადამიანი, რომელიც თქვენ გიცნობთ და რომელსაც ჩვენ უნდა ვენდოთ? - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს, გიორგი ქობულიას პარლამენტში, კომიტეტების სხდომაზე, სადაც დღეს მინისტრთა კაბინეტის მომავალი წევრების მოსმენა მიმდინარეობს.
როგორც გიორგი გახარიამ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, შსს-ს აკადემიის დახმარებით, მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდა გამომძიებელთა კვალიფიკაციის შეფასება და შემუშავდა გამომძიებელთა სპეციალური გადამზადების კურსი, რომელსაც საქართველოს ყველა გამომძიებელი ეტაპობრივად გაივლის.
საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლა გთავაზობთ პროგრამებს შემდეგი მიმართულებით:
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლევში(გაღმა ვაშლევი) გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ბეტონის საფარი 1 000 მ-მდე მონაკვეთზე მოეწყობა.
კალიფორნიაში მფრინავი ავტომობილი გამოსცადეს, რომელსაც საფრენად პილოტის მართვის მოწმობა არ სჭირდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.