შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 25%-იან ტარიფებს აწესებს 50 მილიარდი აშშ დოლარის ჩინურ საქონელზე, ბრალს სდებს რა პეკინს ინტელექტუალური საავტორო უფლების მოპარვაში.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად მყოფი აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი ტაკეჰიკო ნაკაო მიიღო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში 6 კმ-მდე გზის მშენებლობა დაიწყო. თბილისი-ლესელიძის ცენტრალური ავტომაგისტრალიდან, სოფელ ნადაბურში მიმავალი გზის 6-კმ-იანი მონაკვეთის კაპიტალური რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი პრემიერ მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურას პარლამენტს დღეს წარუდგენს.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის ბრალდებულ ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს – დავით გურწიევს და ალიკ ტაბოევს, აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ სასწავლო ცენტრში (JTEC) სამხედრო პოლიციის დღე აღინიშნა. პროფესიული დღე სამხედრო პოლიციელებს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა აბესალომ მანჯავიძემ მიულოცეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში, გორის მუნიციპალიტეტში კომპაქტურად მცხოვრები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, უფასო სკრინინგ პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (15 ივნისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0026 პუნქტით გამყარდა.
ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან იზორიამ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაართან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
თბილისში, გლდანში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.