თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდება.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დუისსა და ბირკიანში დაძაბულობა იყო. პანკისის ხეობაში, ადგილობრივ მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებს შორის მომხდარი კონფლიქტის გამო, სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.
საქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურის დასახელებას „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი გამოეხმაურა. საგანგებო ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა ბახტაძე კორუფციასა და ნეპოტიზმში დაადანაშაულა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მკვლელობას ეხმაურება.
ძალაში შევიდა მონტენეგროს სავიზო პროცედურების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2018 წლის 15 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ მონტენეგროს ტერიტორიაზე.
უმრავლესობამ პრემიერ მინისტრის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტს უკვე წარუდგინა, პრეზიდენტი კი პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგენლობას წარუდგენს მას შემდეგ, რაც ძველი მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილების შეწყვეტიდან შვიდი დღის ვადაში პრემიერ მინისტრობის კანდიდატი მთავრობის ახალ წევრებს შეარჩევს.
„მთავრობა შედგება ორი ნაწილისგან - ერთი არის ის, რომელიც აფუჭებს საქმეს - პირდაპირ მავნებლები და მეორე - რომელიც არ აკეთებენ საქმეს - ანუ უქნარები", აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.
ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების" თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე, მას შემდეგ რაც პრემიერ მინისტრობის კანდიდატის ვინაობა ცნობილი გახდა, მინისტრთა კაბინეტში ეკონომიკური გუნდის ცვლილებაზე საუბრობს.
ბათუმში მიმდინარე „საქართველოს ევროპული გზა“ კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორთან რუპერტ ეინლისთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.