ქუთაისში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 67 წლის ქალი დამ მოკლა. გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

სრულად...

საქართველოში ვიზიტად აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, ნატოს მოკავშირე ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, გენერალი კურტის სკაპაროტი იმყოფება. დღეს ამერიკელი გენერალი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად, ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დაწყების ცერემონიასა და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) გახსნას დაესწრება.

სრულად...

მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ შესაძლოა უარი თქვას შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის 12 ივნისს სინგაპურში დაგეგმილ შეხვედრაზე, თუკი ვაშინგტონი ცალმხრივად და დაჟინებით მოითხოვს ფხენიანისაგან ხელი აიღოს მის ბირთვულ შეიარაღებაზე, ტრამპმა მისი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მოსაზრების საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა და დაამშვიდა ფხენიანი, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღებისას ე.წ. ლიბიის მოდელს არ მიჰყვებიან.

სრულად...

საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის პროექტი „ფსოუზე არეკლილი ვარსკვლავებად“ დასრულდა.

სრულად...

„ეს არის ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილი საწარმო, სადაც ჯამში 7 000 000 ლარის ინვესტიცია ხორციელდება და მისი ნაწარმი ძირითადად მიმართული იქნება ექსპორტზე“, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ქუთაისში კომპანია „ემჯიემტექსის“ ახალი საწარმოს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე.

სრულად...

ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში დღეიდან ოპერირება Wizz Air-ის მეორე ბაზირებულმა, A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდმა დაიწყო. ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე და უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის მარკეტინგის დირექტორი იოჰან ეიდჰაგენი დაესწრნენ.

სრულად...

თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ქართული მარშისა" და „ქართული იდეის" აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავებებს აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირება მოჰყვა.

სრულად...

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი, USAID Zrda-ს ხელმძღვანელი ბრაიან კინგი და პროექტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

სრულად...

სასამართლომ ადევნებაში ბრალდებულს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

სრულად...

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები სოფლის ამბულატორიების სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი