საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა EBRD-ის პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბარტთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემები საქართველოსა და EBRD-ის 25-წლიანი თანამშრომლობა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში მიმდინარე პროექტები და საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა იყო.
თბილისში, ზაჰესის მიმდებარედ ხანძარია. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ცეცხლი ფერდობზე ბუჩქნარსა და ბალახს უკიდია.
ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთაზე, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა დაიწყო. სხდომა ეროვნული ჰიმნით გაიხსნა. სესიამდე კანონმდებლები ბიუროს სხდომაზე შეიკრიბნენ.
პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების სექტემბრის ბოლოს, მესამე მოსმენით მიღებამდე, პარლამენტი ვენეციის კომისიისგან კონსტიტუციის პროექტზე შუალედურ ანგარიშს მიიღებს.
ოთხი წლის გოგონა ცერებრალური მალარიით ჩრდილოეთ იტალიაში გარდაიცვალა, სადაც ეს დაავადება გავრცელებული არ არის. ექიმები ამ შემთხვევას იდუმალებით მოცულს უწოდებენ.
ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ცენტრალური გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო შტაბმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, მუშაობა დილის 6 საათიდან განაახლა.
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 7.00 პროცენტზე ტოვებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს.
ხობის მუნიციპალიტეტის პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, გზის აღდგენის პროექტი ხორციელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.