მე ვარ ყველანაირი სცენარისთვის მზად, ჯობია ივანიშვილი მოემზადოს ამ სცენარისთვის, აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მიერ უკრაინისთვის მისი დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნით მიმართვასთან დაკავშირებით, ბრიუსელში გააკეთა.
ხობის მუნიციპალიტეტში, ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში, სპორტული მოედნის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 45700 ლარს შეადგენს, შპს „აფო" ახორციელებს.
დაბა მესტიაში ფეხბურთისა და ჩოგბურთის სპორტული მოედნების კეთილმოწყობა დაიწყო. სამუშაოებს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ელექტონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „დოკა სპორტი" ახორციელებს.
ხობის მუნიციპალიტეტში შუა ხორგა-ქარიატა-ყულევის დამაკავშირებელი გზის აღდგენა მიმდინარეობს. სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ბაქოში მიმდინარე საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი (აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი) შეხვედრის ფარგლებში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (6 სექტემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0124 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურას 8 სექტემბერს დაასახელებს. განცხადება ამის თაობაზე, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
მარტვილში სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები გრძელდება. პროექტის ღირებულება 1 447 768 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „შარა-გზამშენი პირველი" ასრულებს.
ბაქოში დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვისა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს მონაწილეობით, საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მეექვსე შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეი საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ აზერბაიჯანის საგარეო საეთა მინისტრთან, ელმარ მამედიაროვთან შეხვედრა გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.