შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა აბასთუმანში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბის მორიგი თათბირი ჩაატარა, რომელსაც შსს-ს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელები და შტაბის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ცოცხალ ძალასა და ათეულობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკასთან ერთად, ჩართული იქნება 7 ერთეული საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. აღნიშნულ ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
რუსეთის „პირველი არხის“ ჟურნალისტი ანა კურბატოვა უკრაინიდან გააძევეს და მას ქვეყანაში სამი წლით შესვლა აეკრძალა. აღნიშნულის შესახებ Facebook-ზე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა ელენა გიტლიანსკაიამ განაცხადა.
სატვირთო ავტომანქანა მოსკოვის ცენტრში, კარეტნი რიადის ქუჩაზე ფეხით მიმავალ ორ ადამიანს დაეჯახა და მიიმალა, მიმდინარეობს მისი ძებნა, განუცხადეს სააგენტო „РИА Новости“-ს რუსეთის დედაქალაქის ერთ-ერთი სამმართველოს პრესსამსახურში.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი ზაზა შენგელია მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ ქეთი დოლიძის თანამდებობიდან შესაძლო მოხსნის საკითხს ეხმაურება და კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ოთხშაბათს დაადასტურა, რომ მან გასული წლის იანვარში ელექტრონული წერილი მიიღო დონალდ ტრამპის მრჩეველისგან, რომელიც მოსკოვში უძრავი ქონების პროექტს ეხებოდა, მაგრამ მას არც წერილისთვის უპასუხია და საკითხი არც პუტინთან განუხილავს.
„ყველა ნაბიჯი განხორციელდა არსებული ფორმალური პროცედურების მიხედვით. ეს არის ფორმალური პროცესის შემადგენელი ნაწილი და არც ერთი ნაბიჯი, არც ერთი ქმედება საქართველოს მთავრობის მხრიდან დამალული არ ყოფილა“, განაცხადა საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რუსეთისთვის დახმარების მოთხოვნაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების, რეგიონული სატრანსპორტო პროექტებისა და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს განიხილავენ თურქმენეთში, სადაც საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი გახარია იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აბასთუმნის ტყეში ხანძრის კერებამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანის მიზნით, გზის გაჭრის სამუშაოები გრძელდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელ კაპიტონ ჟორჟოლიანთან და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად, მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.