საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გაყოფას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ „ამ ორ ბანაკში გიგი უგულავა ყველაზე დიდი წონისაა".
საქართველო მადრიდში, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს, - ქართულ საგამოფენო სივრცეს დღეს ესპანეთის მეფე ფელიპე VI დედოფალ ლეტიციასთან ერთად ესტუმრა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, პარტია „გაზპრომთან“ ხელშეკრულების შინაარსის გასაჯაროების მოთხოვნით, პარლამენტს რეზოლუციით მიმართავს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების პროცესში მიღებულია გონივრული და გააზრებული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ინტერესებს ემსახურება.
„რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო სწორი, ადეკვატური და მნიშვნელოვანი, ვიდრე უფროსი თაობის ზრუნვა მომავალ თაობაზე, იმისათვის, რომ ჩვენი შვილები უფრო დაცულ გარემოში ცხოვრობდნენ", - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის გამოწვევების" შესახებ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში „საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის გამოწვევების" შესახებ ფორუმი გაიმართა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გახსნა.
“პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, გოჩა თევდორაძის განცხადებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა პარლამენტის ხელმძღვანელობას “გაზპრომთან“ ხელშეკრულების ასლის მიღების თაობაზე წერილით მიმართა.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში საფინანსო საქმიანობის ანალიტიკური შესწავლა მიმდინარეობს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დღეს წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსგან „გაზპრომის“ მიერ სომხეთში საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტთან დაკავშირებული გარკვეული ინფორმაციის გაცემას მოითხოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.