თბილისში, შარტავას ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა. იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა უგონო მდგომარეობაში შეიყვანა, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

სრულად...

კვირას, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში უდიდესი საერთაშორისო კონფერენცია იწყება, რომელიც შეეცდება ისრაელსა და პალესტინას შორის წლების წინათ შეწყვეტილი სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას შეუწყოს ხელი.

სრულად...

პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ მშვიდობას საფრთხე შეექმნება, თუკი არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანს.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრის ამსახველ ფოტოს პარტიის წევრები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ.

სრულად...

საქართველოში იწყება განვითარების ეტაპი, რომლის მსგავსი მასშტაბები ქვეყანას არ ახსოვს, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურის აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის გახსნისას გააკეთა.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი აზერ სულეიმანოვი საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში" რჩება.

სრულად...

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში, საოჯახო სასტუმრო "შატო დიოში" იმყოფებოდა, რომელმაც, სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, 10 ათასამდე ლარის ოდენობის გრანტი მიიღო. 

სრულად...

თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. მამაკაცს რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი, თუმცა ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სრულად...

საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას ძმა მიხეილ მგალობლიშვილი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას „იმედი" ავრცელებს.

სრულად...

თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის წინ, ლეგენდარული ქართველი მსახიობის, ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი