ყირგიზეთში თურქული სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე 37 - ბორტზე და ხმელეთზე მყოფი ადამიანია დაღუპული. ინფორმაციას BBC ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მიმავალი დირექტორი ჯონ ბრენანი აფრთხილებს შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, რომ მას შემდეგ რაც თეთრ სახლში შევა, მოერიდოს შენიშვნების კეთებას და დაუკვირდეს თავის გამონათქვამებს.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესაძლო შეხვედრის შესახებ მოლაპარაკებები ჯერ არ მიმდინარეობს, განუცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
„ევროპული საქართველო“ აცხადებს, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საპარლამენტო ფრაქციის შექმნაში ხელს არ უშლის და გამოხატავს მზადყოფნას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ იურიდიულ დეტალებზე ყოფილ თანაგუნდელებს წარმომადგენლებთან, „საჯარო სივრცეში აზრთა სხვადასხვაობის გადმოტანის გარეშე“ ტექნიკურ კონსულტაციები გაუწიოს.
დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა განაცხადა, რომ ქვეყანამ შესაძლოა იძულებული გახდეს შეცვალოს თავისი „ეკონომიკური მოდელი“, თუ კი მას „ბრექსიტის“ შემდეგ ევროპის ერთიან ბაზარზე დარჩენის შესაძლებლობა მოესპობა.
გორში, ნინო ბურჯანაძის პარტიის ოფისში ბიზნესმენ ბორია გოგიჩაიშვილის ძმა, საკონტროლო გასროლით მოკლეს. ინფორმაციას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
შეერთებული შტატების მიმავალი სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ვიეტნამში, მეკონ დელტაში იმ ადგილს სტუმრობდა, სადაც მას ვიეტნამის ომის დროს მოკვლის მიზნით ჩაუსაფრდნენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. სააკაშვილის ფრთა ყოფილ თანაგუნდელებთან პარლამენტში პოლიტიკურ ბრძოლას იწყებს, რომლის მიზანიც იქნება ის, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდეს თავისი ფრაქცია და ამისათვის, თინათინ ბოკუჩავას თქმით, ისინი ყველანაირ ბერკეტს გამოიყენებენ.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ, პარტიის ე.წ. სააკაშვილის დაჯგუფების წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის დედაქალაქში საუბარი ძირითადად 20 იანვრის ყრილობის მზადებას და „ნაციონალური მოძრაობის“ სამომავლო გეგმებს შეეხო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.